სამუშაო შეხვედრები

სამუშაო შეხვედრები
შეხვედრა  N 1

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
დასწრების ფურცელი
 შეხვედრის თარიღი:  04. 03. 2019; 18.  03. 2019; 25. 03. 2019.                                                     შეხვედრის დრო: 14.00სთ  – 15.00 სთ
შეხვედრების თემა:  ჯგუფური მუშაობა. ჯიგოუს მეთოდი, სასწავლო გაჩერებები
შეხვედრის მიზანი:  გამოცდილების გაზიარება ,  ურთიერთთანამშრომლობის უნარის განვითარება მოსწავლეებში და მასწავლებლებში - ჯგუფური მუშაობის შესახებ,  ჯიგოუს მეთოდისა და  სასწავლო გაჩერებების მეთოდის დანერგვა პრაქტიკაში.
შეხვედრის ორგანიზატორის: სახელი და გვარი:  სოფიო ფოჩხიძე
მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა:   5
#
გვარი, სახელი
ტელეფონი
თარიღი
ხელმოწერა
1
მელაშვილი ლალი
577 616 730
04 .03.2019


18.03.2019

25.03.2019

2
მერაბიშვილი ნათელა
577  955 101
04.03.2019


18.03.2019

25.03.2019

3
მაჭარაშვილი ლიანა
599 224 846
04.03.2019


18.03.2019

25.03.2019

4
ჯანიაშვილი   ლუიზა
555  112  813
04.03.2019


18.03.2019

25.03.2019

5
მასტრენკო გვანცა
592 021 103
04.03.2019


18.03.2019

25.03.2019



































კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
სამუშაო შეხვედრების გეგმა
კოლეგებთან შეხვედრების ორგანიზატორის   სახელი და გვარი:  სოფიო ფოჩხიძე
#
შეხვედრის თარიღი
შეხვედრის მიზანი

შეხვედრის ძირითადი საკითხები

1.

04. 03. 2019
გამოცდილების გაზიარება;  ურთიერთანამშრომლობა;
შეხვედრის თემის მიზნის გაცნობა;  ჯგუფური მუშაობა და მისი ჩატარების  მეთოდიკის გაცნობა. სწავლებაში მეტი სიხშირით დანერგვა.
 ვისაუბრე  შეხვერების ციკლის აქტუალობაზე და მნიშვნელობაზე. ჯგუფური მუშაობის ჩატარების სიხშირის გაზრდაზე.  რადგან   იგი ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის პრინციპით  წინარე ცოდნის გამოყენება განმტკიცებას და ახალი ცოდნის აგებას.  
პირველ შეხვედრაზე  ვისაუბრეთ მეთოდის შინაარსზე და სტრუქტურაზე. ჯგუფური მუშაობა საუკეთესო მეთოდია  მოსწავლეთა თანამშრომლობის.  თანამშრომლობის პროცესში მოსწავლეებს შეუძლიათ, ერთმანეთის განვითარებასაც შეუწყონ ხელი. ჯგუფური მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლის სოციალური და სხვა ინტერპერსონალური უნარების განვითარებას.  განვიხილეთ ჯგუფური მუშაობის დადებითი და უარყოფითი მხარეები. რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ჯგუფური მუშაობის დასაგეგმად და წარმატებით განსახორციელებლად.                                           

2.
18. 03. 2019
გამოცდილების გაზიარება; ურთიერთთანამშრომლობა ; 
ჯოგსოუს მეთოდი გამოყენების  მეთოდიკის გაზიარება.

მეორე შეხვედრაზე ერთად განვიხილეთ  ჯგუფური მუშაობის ერთ-ერთი მეთოდი - ჯიგსოუს მეთოდი.  აღვწერეთ მეთოდის დაგეგმვისა და ჩატარების  თითოეული   ფაზა.  დაწვრილებით გავარჩიეთ  ცალ-ცალკე.
  პირველი  ფაზა :  შესავალი.
  მეორე  ფაზა: ცალკეული თემების ან  თემის ნაწილების დამუშავება ძირითადი და ჯიგსოუს ჯგუფების შიგნით.
მესამე ფაზა : თემის ნაწილების გაღრმავება ექსპერტთა ჯგუფებში    მეოთხე ფაზა: თემის ნაწილთა გადაცემა ძირითად ჯიგსოუს ჯგუფებში.
მეხუთე ფაზა: თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური ცოდნის შემოწმება და შეფასება.
დავგეგმეთ მეთოდის გამოყენება  მე-8 კლასში  თემაზე:  ,, პარალელოგრამი და  პარალელოგრამის კერძო სახეები“

3.
25. 03. 2019
გამოცდილების გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობა.
სასწავლო გაჩერებების მეთოდის გამოყენების  გაზიარება  და დანერგვა.
მესამე შეხვედრაზე  განვიხილეთ სწავლების-სასწავლო გაჩერებების მეთოდი.
გაჩერებებით სწავლა გულისხმობს მოსწავლეთა დამოუკიდებელ, ინდივიდუალურ ან ჯგუფურ მუშაობას. სამუშაო მასალა ორიენტირებულია ქმედებაზე, ითვალისწინებს მსწავლელთა შესაძლებლობებს, წინარე ცოდნასა და უნარებს. გარდა ამისა, ეს მეთოდი ხელს უწყობს შიდა დიფერენციაციას, რადგან შესაძლებელს ხდის ცალკეულ გაჩერებებზე სხვადასხვა სირთულის დავალებების შეთავაზებას. გაჩერებებზე მუშაობა ორიენტირებულია პროექტებით სწავლების პრინციპებზე.
ვისაუბრეთ მეთოდის დანერგვის აუცილებელ საჭიროებებზე. რესურსებზე, გარემოზე,  გაჩერებების მოწყობაზე.  პრაქტიკულად გავუზიარე  კოლეგებს საკუთარი გამოცდილება.
ამ მიზნით ჯგუფთან ერთად დავგეგმე გაკვეთილი მე- 5 კლასში თემაზე:  ,,ამოცანები მოძრაობაზე“



ოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
შეხვედრის ორგანიზატორის  რეფლექსია
მასწავლებლის სახელი და გვარი:  სოფიო ფოჩხიძე   

 შეხვედრების თარიღი: 04.03. 2019; 18. 03. 2019; 25. 03. 2019

შეხვედრები თემა: ჯგუფური მუშაობა. ჯიგოუს მეთოდი, სასწავლო გაჩერებები

შეხვედრის მიზანი:  გამოცდილების გაზიარება ,  ურთიერთთანამშრომლობის უნარის განვითარება მოსწავლეებში და მასწავლებლებში - ჯგუფური მუშაობის შესახებ,  ჯიგოუს მეთოდისა და  სასწავლო გაჩერებების მეთოდის დანერგვა პრაქტიკაში.


         ჩემი , როგორც წამყვანი მასწავლებლის  უპირველესი მოვალეობაა დავეხმარო ჩემს კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში. გავუზიარო საკუთარი გამოცდილება.    ამ მიზნით ჩავატარე სამუშაო შეხვედრების ციკლი და განვიხილეთ  წინასწარ დაგეგმილი საკითხები.
      პირველ შეხვედრაზე  ვისაუბრეთ  ჯგუფური მუშაობის მეთოდის შინაარსზე და სტრუქტურაზე. ჯგუფური მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის თანამშრომლობას. ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეებს უფრო რთული დავალების გადაჭრა შეუძლიათ, რადგან ჯგუფში არსებული ცოდნა და უნარები აღემატება იმ ცოდნას, რაც ცალკეულ მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს.  გარდა ამისა , ჯგუფში მუშაობა მოსწავლეს თანაგრძნობის უნარსაც უვითარებს. ის სწავლობს სხვისი აზრის გათვალისწინებას, აცნობიერებს რომ, ყველა ადამიანს ააქვს თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები. ჯგუფში მუშაობის დროს პრობლემის გადაჭრის გზების ძიებისას მოსწავლე ეჩვევა სხვისი შეხედულების გათვალისწინებაც. თანამშრომლობის პროცესში მოსწავლეებს შეუძლიათ, ერთმანეთის განვითარებასაც შეუწყონ ხელი. ჯგუფური მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლის სოციალური და სხვა ინტერპერსონალური უნარების განვითარებას.  განვიხილეთ ჯგუფური მუშაობის დადებითი და უარყოფითი მხარეები. რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ჯგუფური მუშაობის დასაგეგმად და წარმატებით განსახორციელებლად.                                           
          მეორე შეხვედრაზე    ჩემს კოლეგებთან  ერთად განვიხილეთ  ჯგუფური მუშაობის ერთ -ერთი მეთოდი- ჯიგსოუს მეთოდი.  აღვწერეთ მეთოდის გამოყენების  ყველა ფაზა. მოხდა მეთოდის  მოკლე აღწერა მე-8 კლასის თემის გამოყენებით: ,, პარალელოგრამი და  პარალელოგრამის კერძო სახეები“. 
    პირველი ფაზა:  შესავალი
 ამ ფაზაში შემდეგ იქმნება ძირითადი ჯგუფები. თითოეულში შედის არა უმეტეს ექვსი მოსწავლისა. დაკომპლექტებისას გასათვალისწინებელია, რომ ჯგუფი უნდა იყოს ჰეტეროგენული სქესის, წარმომავლობისა და უნარების მიხედვით,  რაც მოსწავლეებს ტოლერანტობის, თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის გრძნობათა გამომუშავებაში ეხმარება. ამის შემდეგ ხდება ძირითადი ჯგუფებიდან ე.წ. ჯგუფის ხელმძღვანელის არჩევა, რომელიც პასუხისმგებლია მუშაობის პერიოდში ჯგუფის მობილიზებაზე.
      მეორე ფაზა: ცალკეული თემების ან  თემის ნაწილების დამუშავება ძირითად და ჯიგსოუს ჯგუფების შიგნით.       
  მასწავლებელი დასამუშავებელ თემას წინასწარ ყოფს იმდენ ნაწილად, რამდენი წევრიც არის თითოეულ ძირითად   ჯიგსოუს ჯგუფში. თემის ნაწილები უნდა იყოს თანაბარი სირთულისა და მათ დამუშავებას უნდა სჭირდებოდეს ერთი და იგივე დრო. თითოეული ძირითადი და   ჯიგსოუს ჯგუფი ამუშავებს ერთსა და იმავე თემას. ჯგუფის თითოეულ წევრს  ეძლევა თემის შესაბამისი ნაწილი, რომელსაც იგი დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად ამუშავებს.
        მესამე ფაზა: თემის ნაწილების გაღრმავება ექსპერტთა ჯგუფებში.
მას შემდეგ, რაც თითოეული მოსწავლე ინდივიდუალურად დაამუშავებს თემის შესაბამის ნაწილს, დგება ექსპერტთა ჯგუფები. მოსწავლეები, რომელთაც დაამუშავეს ერთიდა იგივე ნაწილი, ქმნიან ექსპერტთა ჯგუფებს დამუშავებული საკითხების გასაღრმავებლად და გაურკვეველი საკითხების გასარკვევად. კომპლექტდება იმდენი ექსპერტთა ჯგუფი, რამდენ ნაწილადაც იყო დაყოფილი თემა. ექსპერტთა ჯგუფების შიგნით მოსწავლეები აჯერებენ ინდივიდუალურად მოპოვებულ ცოდნას და მსჯელობენ იმაზე, როგორ გადასცენ უკეთ მათ მიერ მოპოვებული ცოდნა ძირითადი/ჯიგასოუს ჯგუფის სხვა წევრებს.
 მეოთხე ფაზა: თემის ნაწილთა გადაცემა ძირითად ჯიგსოუს ჯგუფებში.
მეოთხე ფაზაში მოსწავლეები უბრუნდებიან თავიანთ ძირითად  ჯიგსოუს ჯგუფებს, რათა ჯგუფის დანარჩენ წევრებს გადასცენ თემის მათ მიერ დამუშავებული და შემდეგ ექსპერტთა ჯგუფებში გაღრმავებული ნაწილი. ცალკეულ ნაწილთა ერთმანეთისთვის გაცნობის შემდეგ მოსწავლეები ამ ნაწილებს აერთიანებენ და დასამუშავებელ თემას ერთ მთლიანობად მოიაზრებენ.
         მეხუთე ფაზა: თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური ცოდნის შემოწმება და შეფასება
 დასკვნით, მეხუთე ფაზაში მოწმდება, რამდენად აითვისა თითოეულმა მოსწავლემ    თემა. ჯგუფის საერთო წარმატების გაზომვას  მეთოდი არ ითვალისწინებს. იმართება საკლასო დისკუსია, სადაც განიხილება ჩატარებული სამუშაოს შედეგები – რამდენად კარგად შესრულდა იგი, სად იჩინა თავი დაბრკოლებამ და რატომ, მომავალში როგორ შეიძლება უკეთესი შედეგის მიღება.
                ჯგუფებში მოსწავლეთა განაწილება უნდა მოხდეს შემდეგი სქემის მიხედვით:
         ძირითადი/ჯიგსოუსჯგუფები:

ჯგუფი 

A1, A2, A3, A4, A5

ჯგუფი

B1, B2, B3, B4, B5

ჯგუფი

C1, C2, C3, C4, C5

ჯგუფი

D1, D2, D3, D4, D5

ჯგუფი

E1, E2, E3, E4, E5


       ექსპერტთა   ჯგუფები:

ჯგუფი 

A1, B1, C1, D1, E1.

ჯგუფი

A2, B2, C2, D2, E2

ჯგუფი

A3, B3, C3, D3, E3

ჯგუფი

A4, B4, C4, D4, E4

ჯგუფი

A5, B5, C5, D5, E5

          მესამე სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ სწავლების-სასწავლო გაჩერებების მეთოდი.  გაჩერებებით სწავლება მოსწავლეთა დამოუკიდებელ , ინდივიდუალურ ან ჯგუფურ მუშაობას გულისხმობს. სამუშაო მასალა ორიენტირებულია ქმედებაზე, ითვალისწინებს მოსწავლეთა შესაძლებლობებს , წინარე ცოდნასა და უნარებს. მეთოდი ხელს უწყოფს შიდა დიფერენციას, რადგან შესაძლებელს ხდის ცალკეულიგაჩერებებზე სხვადასხვა სირთულის დავალებების შეტავაზებას. გაჩერებებზე მუშაობა ორიენტირებულია მუშაობა ორიენტირებულია პროექტებით სწავლების პრინციპებზე.
     მეთოდი აღვწერეთ დაწვრილებით და აქაც ერთობლივად დავგეგმეთ მე- 5 კლასში: ,, ამოცანები მოძრაობაზე“ გაკვეთილი. ხოლო პროექტების გამოყენებით მე- 7 კლასში დავგეგმე სამოდელო გაკვეთილი ,, .   დაწვრილებით აღვწერეთ თუ როგორ უნდა დაიგეგმოს,, სასწავლო გაჩერებები“.
     გაჩერებების მომზადება და მოწყობა
გაჩერებების მოსამზადებლად საჭიროა მისაღები ლოგიკური თანმიმდევრობა, დავომროთ ან შესაბამისად მონვიშნოთ გაჩერებები.

      ჯგუფური თუ ინდივიდუალური სამუშაო?  

მოსწავლეებს შეუძლიათ, დავალებები შეასრულონ როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებში ან ჯგუფურად, თუმცა უპირატესობა წყვილურ ან ჯგუფურ მუშაობას ენიჭება.
გაჩერებების თანმიმდევრობასარბენი ბარათი და დღიური
        ცალკეული გაჩერებების თანმიმდევრობა საჭიროა წინასწარ განისაზღვროს.  დავალებების შესრულების თანმიმდევრობას თავად მოსწავლეები ირჩევენ. ეს გამართლებულია , მაშინ როცა მაგალითად, განვლილი მასალის გამეორებას ვისახავთ მიზნად.  ყოველ გაჩერებაზე უნდა იდგეს ადვილად აღსაქმელი აბრა წარწერიტ ან სიმბოლოთი , რომელიც ცხადყოფს რა სახის დავალებაა შესასრულებელი ან რა თემაზე.  ორიენტაციის გასაიოლებლად მოსწავლეებს შესაძლოა მიეცეთ ე. წ. სარბენი ბარათები გაჩერებების ჩამონათვალით , რომელზეც აღნიშნავენ შესრულებულ ან შესასრულებელ დავალებებს. მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ დღიურის ანუ პორტფოლიოს შექმნა , რომელშიც თავიაანთ მიღწევებს  და შთაბეჭდილებებს ასახავენ.მაშასადამე მოსწავლეთა ავტონომია არ შემოიფარგლება მხოლოდ სასწავლო გაჩერებებით. ისინი თავიანთ მიღწევებისა და წარმატებების კრიტიკულ ანალიზზსა და რეალისტურ თვითშეფასებასაც ახდენენ.
დასასვენებელი, ალტერნატიული და საინფორმაციო გაჩერებები
როცა მოსწავლეებს გაჩერებათა არჩევის თავისუფლება ეძლევათ, მოსალოდნელია, რომ ერთ გაჩერებასთან ერთდროულად რამდენიმე ჯგუფმა მოიყაროს თავი. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მომზადდეს 1-2 ალტერნატიული გაჩერება, რომლებზეც შედარებით სწრაფ ჯგუფებს ალტერნატიული მუშაობის საშუალება მიეცემათ. გაჩერებების სირთულის ხარისხიც სხვადასხვა უნდა იყოს და ითვალისწინებდეს ერთ დასასვენებელ გაჩერებასაც, სადაც მოსწავლეები შედარებით მსუბუქი, კრეატიული ან თამაშის ელემენტებით გაჯერებული დავალებების შესრულებას შეძლებენ და ამოისუნთქავენ.
შეიძლება საინფორმაციო გაჩერების დამატებაც, სადაც თავს მოიყრის დამხმარე მასალა: ლექსიკონები, განმარტებები და სხვა,  რომელიც მოსწავლეებს მუშაობას გაუადვილებს. შეიძლება, იქვე განთავსდეს პასუხების ფურცლები, თუ, რა თქმა უნდა, მათ გაჩერებებზე დალუქულ კონვერტებში არ მივუჩენთ ადგილს.         
ყოველი გაჩერების დასამუშავებლად განისაზღვრება დროის ლიმიტი, რომლის დადგენისას გასათვალისწინებელია , რომ მოსწავლეებს ყველა გაჩერებაზე მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ. ამასთანავე დრო ისე უნდა გადანაწილდეს, რომ მოწაფეებს არც თავისუფალი დრო დარჩეთ და არც დროის სიმცირის გამო ზედაპირულად იმუშაონ. თუ მხოლოდ ერთ ჯგუფს დარჩება თავისუფალი დრო, ეს დრო უკვე ნახსენებ ალტერნატიულ გაჩერებებზე გაატაროს, თუ რამდენიმე ჯგუფს შეექმნება დროის პრობლემა, სამუშაოსთვის გამოყოფილი ვადა შესაბამისად უნდა გაიზარდოს ან შემცირდეს. გაჩერებების ცვლა შეიძლება მოხდეს აკუსტიკური სიგნალით, მაგალითად , პატარა ზარის დარეკვით ან მუსიკით, ან შესაბამისი ვერბალური სიგნალით. ჯგუფებს უნდა მივუთითოთ, რომ სამუშაოს დამთავრების შემდგომ მოაწესრიგონ საწყის მდგომარეობას დააბრუნონ მასალები, რათა არ შეაფერხონ მომდევნო ჯგუფის მუსაობა. 
შეცდომების გასწორება
        
რა თქმა უნდა მოსწავლეები გაჩერებებით სწავლის დროსაც დაუშვებენ შეცდომებს, თუმცა ამ მეთოდის გამოყენებისას მათი პერმანენტული შესწორება არა თუ შეუძლებელია ,არამედ არასასურველიც კია- ეს გამოიწვევს მოსწავლეთა პასიურობას შეცდომების დაშვების შიშით. ჩემი გამოცდილებით , ძალიან შედეგიანია შეცდომების მონიშვნა და მომდევნო გაკვეთილებზე მათი ანონიმურად განხილვა.
 მასწავლებლის როლი
      პედაგოგი მონიტორინგს აწარმოებს, ანუ აკვირდება სწავლისა და მუსაობის პროცესს, ეხმარება მოსწავლეებს, აძლევს მათ მითითებებს და რჩევებს. უწევს ინდივიდუალურ კონსულტაციებს თითოეულ მოსწავლეს ან ჯგუფს.
    მოსწავლის როლი
     გაჩერებებით სწავლებისას მოსწავლეები გამოდიან პასიური როლიდან და გარკვეულწილად თავად მართავენ პროცესს, თავად სახავენ მიზნებს, ანაწილებენ დროს და ამასთანავე, ანგარიშს უწევენ თანაკლასელის მიერ შეთავაზებულ სტრატეგიებს.
   გაჩერებებით სწავლა და სახელმძღვანელოზე მუშაობა.
      ხანგრძლივ და ინტენსიურ მომზადების პროცესს მასწავლებლები ხშირად ამ მეთოდის უარყოფით მხარედ აღიქვამენ. მაგრამ აღსანისნავია , რომ გაჩერებებზე გამოსაყენებელი მასალა შესაძლოა სახელმძღვანელოში განხილულ თემებთან იყოს კავშირში ან უბრალოდ სახელმძღვანელოდან ამოღებული სავარჯიშოების კრებულს წარმოადგენდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს , რომ გაჩერებებით სწავლებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა ის ნასწავლ მასალას ეფუძნება. ამასთანავე კონტროლმა და წარმატების შეგრძნებამ თითოეულგაჩერებაზე მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უნდა შეუწყოს ხელი.
შეფასება და პრეზენტაცია
     გაჩერებებზე შექმნილი პროდუქტები და ნამუშევრები შეფასებასაც მოითხოვს. გაჩერებების ცვლისას მნიშვნელოვანია , რომ წინა ჯგუფის  ნამუშევრები გაჩერებაზე არ დარჩეს და თუ შემდგომი გაჩერებების დასამუშავებლად არ არის საჭირო , გამოიფინოს ან მოხდეს მისი პრეზენტაცია.
    პოზიტიური მხარეები
      მეთოდი მთლიანად მოსწავლეზეა ორიენტირებული. იგი არ შეიცავს იძულების ან ფრონტალური სწავლების ელემენტებს.     
    სამუშაო შეხვედრები კოლეგებთან ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა . ჩვენ  ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება და მოსაზრებები. გავიღრმავეთ პრაქტიკული გამოცდილება, შედგა ურთიერთთანამშრომლობა. სისტემატიურად გამოვიყენებ სამუშაო შეხვედრებს ჩემი პედაგოგიური გამოცდილების გაზიარებისა და კოლეგებთან თანამშრომლობის მიზნით.  სამუშაო შეხვედრები დაეხმარება კოლეგებს ჯგუფური სამუშაოების, ჯიგსოუს მეთოდისა და სასწავლო გაჩერებების დანერგვაში.
    კოლეგებთან ერთობლივი მუშაობა და სამუშაო შეხვედრები ხელს უწობს ჩემს პროფესიულ განვითარებასაც.




Комментарии

Популярные сообщения